ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი, - განაცხადა ნონა მამულიშვილმა.
მისივე თქმით,არჩევნებში ერთვება,რათა გადაიდგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად,ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის და მთავარი არხის ხელმძღვანელის,ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად.
"ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, ნაციონალურმა მოძრაობამ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა.
მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით - გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული საქართველოსთვის. ცვლილებების სურვილისა და უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად, დავინახეთ, რომ მძიმე სისტემური პრობლემების გამო, პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ, სხვადასხვა დროს, თუმცა ერთი და იმავე მიზეზით, დავტოვეთ პარტია.
ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის.
თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია!
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად.
ჩვენ, ნონა მამულაშვილი - პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი - პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი.
დავდგეთ ერთად ცვლილებებისთვის!" - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.
ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა.
ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს".
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press