რუსი იარაღის დილერი ვიქტორ ბუტი - მეტსახელად "სიკვდილის ვაჭარი" - შეუერთდა კრემლის პრო-ულტრანაციონალისტურ პარტიას LDPR-ს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა აშშ-ში გახმაურებული პატიმრების გაცვლის შედეგად.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში, ულტრანაციონალისტური პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა,რომ ბუტმა ციხეში "დიდი წლები" გაატარა,მაგრამ ის დღეს მათთანაა,მან ასევე მადლობა გადაუხადა 55 წლის ბუტს, რომ გახდა "დღევანდელი რუსეთის საუკეთესო პოლიტიკური პარტიის" წევრი.
შეგახსენებთ ვიქტორ ბუტი 2011 წელს აშშ-ში დააკავეს და 25 წთლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს,გასულ კვირას კი ის ამერიკელ კალათბურთის ვარსკვლავზე,32 წლის ბრიტნი გრინერში გაცვალეს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press