გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის რეკონსტრუქციას „მარშალის გეგმას“ ადარებს. შოლცმა აღნიშნულის თაობაზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.
როგორც კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, G7-ს ახლა სურს, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საერთაშორისო საკოორდინაციო პლატფორმა შექმნას.
„უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება, ალბათ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება. პუტინი იზოლირებულია, ის მარტო დგას. G7 კვლავ მოუწოდებს მას უკრაინიდან გასვლისკენ. უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობა და კონკრეტული მხარდაჭერა „დიდ შვიდეულში“ ჩვენს თავმჯდომარეობას წითელ ხაზად გასდევს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მანამ, სანამ საჭირო იქნება", - აცხადებს ოლაფ შოლცი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press