სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს ჯანდაცვის ექსპერტმა და არა ფოტიგამ - ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საქმეზე სამართლებრივი შეფასების გაკეთება სასამართლოს ვალდებულებაა.
"სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს, პირველ რიგში, ჯანდაცვის ექსპერტმა და ამასთანავე, რასაკვირველია, სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს სასამართლომ და არა ფოტიგამ, ლექსმანმა... ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და საერთოდ იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება და ის არ არის ერთადერთი, ეჭვს იწვევს ზოგადად ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს ერთი მხრივ, გამოძიების და მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press