პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკობთ, - ასე მიმართა მმართველი პოლიტიკური გუნდის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც ოდიშარიამ განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს დღენიადან ესაუბრება და ქვეყანაში არსებულ პროგრესს აცნობს.
"აქ რომ ომობთ სავარძლებიდან და მიკროფონებთან - მართლა დუქნის ლომები - წადით აბა, თუ გეომებათ, მართლა ბიჭების გვერდით დადექით. აქ არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც იყვნენ წასულები უჩუმრად, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ ტიკ-ტოკ მეომარს იცნობს ეს ომი - ერთი არის ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე თქვენი ტიკ-ტოკ მეომარი იყო, იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა და წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თუ ჩემი ძმა ხარ ერთი... ევროპარლამენტარებს ლანძღავთო - ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს? ჩვენ ევროპარლამენტარებს დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ და პროგრესს ვაცნობთ. თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ და სალანძღავს ხდით მერე. ვინ უფრო მეგობარია ევროპარლამენტარების - ჩვენ თუ თქვენ?... ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გულისთვის ხელში ავტომატი არ გჭერიათ. 2008 წელს სად იყავით, მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით? არ მახლდა არც ოპერატორი, არც სელფებს ვიღებდი და არც ნებართვა მჭირდებოდა. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ მაინც ნუ გვასწავლით მებრძოლი ბიჭების პატივისცემას", - მიმართა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press