მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში, - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მმართველ პოლიტიკურ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არა საზოგადოების გაერთიანება, არამედ მხოლოდ გაყოფა შეუძლია.
"ევროკავშირმა კარები გაგვიხსნა და თქვენ და ბიძინა გაეჩხირეთ ქართველ ხალხს კარებში. ფაქტობრივად, გვეჭიდავებით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, სტატუსი არ მოგვცენ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზებული სამყარო პრეზიდენტის მკვლელ ხალხს არ ელოდება ევროკავშირში. ისინი ელოდებიან ცივილურ ადამიანებს, რომლებიც პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ციხეში არ კლავენ... რუსეთის ტერორისტული მოქმედებების პარალელურად, ღალატობთ სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენს უკრაინელ ძმებს და ამოქოქეთ რუსული პროპაგანდა საქართველოში. სიძულვილის ენის ნიაღვარს აყენებთ, თქვენ ჰყოფთ, ხლეჩთ საზოგადოებას. არ შეგიძლიათ გაერთიანება, მხოლოდ აპირისპირებთ...
რუსეთისთვის ოკუპანტისა და მტრის დაძახების გეშინიათ. ვერ და არ დადიხართ ქართველი ჯარისკაცების - ჩვენი გმირების სამძიმარზე, რომლებიც გმირად დაეცნენ მტერთან ბრძოლაში თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. მშვიდობის სახელით რუსულ ოკუპაციას აკანონებთ ქვეყანაში და რუსული მშვიდობა მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩაში. პარალელურად, თქვენი რუსი ოლიგარქები აღიარა ცივილიზებულმა სამყარომ და დასასანქცირებელთა სიაში და სანქცირებულთა სიაში არიან უკვე", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა "ქართულ ოცნებას".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press