თუ მიშა სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს.
„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ევროპული გზა აღნიშნულ საკითხზე გადის, აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ეს ამას არ ნიშნავს.
„სულაც არა, მაგრამ ეს ექსტრა საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, - თქვა აუსტრევიჩუსმა, რომლის კომენტარსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press