ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ.
მისივე თქმით,ოპოზიცია არ არის მობილიზებული,სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და შემდგომ საპარლამენტო სია დაკომპლექსდეს,ღირსეული ხალხით,რომლებსაც შრომა და ბრძოლა არ დაეზარება.
"ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ... ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა! " - წერს ნიკა მელია
შეგახსენებთ,დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში პაატა მანჯგალაძესთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა,შემდეგი სიტყვები : "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე რა".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press