ვლადიმერ ზელენსკის მიერ გამოცხადებული "სამი ნაბიჯი" მშვიდობისთვის უნდა იქნას მიღებული, როგორც საომარი მოქმედებების გაგრძელების განზრახვა, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით,უკრაინულმა მხარემ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოს და მიიღოს მოცემულობა,რომ რუსეთის ფედერაციაში რეფერენდუმის შედეგად ახალი სუბიექტები გაჩნდნენ,ეს არის მოცემულობა,რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს.
"უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მოცემულობა,რომელიც განვითარდა ბოლო 15 ან 20 წლის განმავლობაში მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო,ეს რეალობა მიუთითებს იმაზე,რომ რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები რეფერენდუმის შედეგად გაჩნდნენ,რომლებიც ამ ტერიტორიებზევე გაიმართა" - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ,ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ქვეყნების ლიდერებთან სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ის პირობები,რომლებიც,მისი აზრიით ქვეყნებს შორის კონფლიქტს დაასრულებს. ერთ-ერთი მათგანი კიევში თანამედროვე ტანკების,არტილერიის,ჭურვების და სხვა სამხედრო ტექნიკით მომარაგებას გულისხმობდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press