12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით,ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან ერთად უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. მან დასძინა,რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შეძლებს.
"რუსეთის ენერგოტერორი გრძელდება, ამისთვის ოკუპანტები ირანულ დროებს იყენებენ. ცდილობენ ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან. მიზანი ერთია - ჩვენი დამარცხება, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ მედგრად ვდგავართ ინტენსიური იერიშების წინააღმდეგ. განადგურებულია ჩვენი ენერგოობიექტები. ყველას კარგად გვახსოვს ატომურ ენერგოსადგურზე მიტანილი იერიში. საბედნიეროდ ატომური ბლოკების ავტომატური მართვა ჩაირთო, რამაც კატასტროფას გადაგვარჩინა.
12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება. მცირე და მსხვილი ბიზნესი, საავადმყოფოები, საჯარო დაწესებულებები და სამოქალაქო ობიექტები გენერატორის დახმარებით მუშაობენ.
ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთის გეგმას. რუსეთს ენერგოტერორი, ვერც რაკეტები და ვერც ის სამხედრო დახმარება უშველის, რომელსაც ირანში ეძებს. ჩვენ აგრესიას შევაჩერებთ. დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შევძლებთ." - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press