ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ მცირე უუნარო გახადოს.
"ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ - ადეკვატური იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია ყველა ამორალურ, არაადამიანურ მდგომარეობასთან დაკავშირებით... ყველაფერს აქვს საზღვარი - ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს და დაიმუქრა კადრების გასაჯაროვებით, რას ემსახურებოდა? ეს ემსახურებოდა შემდეგ რაღაცას, რომ საზოგადოებას იქნებ რამენაირად ჩაუწვეთონ აზრი თავში, რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის ცუდად. საზოგადოებას ამის აღარ სჯერა... ცუდია, ძალიან ცუდია, რასაც ახლა აკეთებს ხელისუფლება. პირდაპირ გეუბნებით - ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ გახდეს უუნარო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს მტკივნეული დარტყმა. ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა", - თქვა მელიამ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press