"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო სასამართლო პროცესზე, "ვივამედიდან" საქართველოს მესამე პრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა ვერ მოხერხდა.
ჯაფარიძე სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებასა" და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და საკუთარ მობილურ ტელეფონს სთავაზობს.
"ქართული ოცნება", საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ჩემი Iphone შემიძლია გათხოვოთ, Zoom აყენია ჩაწერის ფუნქციით და მაგთის ულიმიტო მაქვს ჩართული", - წერს ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო.
პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" მას დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა არ უზრუნველყო.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press