ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ მართლმსაჯულებაში ჩარევისგან თავი შეიკავონ.
"ერთ-ერთი ოპოზიციონერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა და კანდიდატის სტატუსი დაუკავშირა ომს. მან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პასუხი კითხვაზე - აბა ომი გინდათ?! ეს იყო მისი განცხადება. ახლა გლუკსმანი და ვიღაცები გამოდიან და ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებენ კანდიდატის სტატუსს. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია. სინამდვილეში, ეს კონკრეტული ადამიანები - ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანერვიულო - ეს არის სამართლის უზენაესობა, კანონის აღსრულება, რაც არის საქართველოში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევისგან, მათ შორის ამისკენ მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს. მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ქართულ მართლმსაჯულებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ევროპარლამენტარები ევროპარლამენტის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდნენ.
ცნობისთვის, გუშინ, 13 დეკემბერს არაერთმა ევროპარლამენტარმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მას სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისცეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press