Foto

ერმაკი - 64 უკრაინელი ჯარისკაცი ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა გამართეს. 64 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების გარდა, უკრაინამ ასევე 4 გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების 64 ჯარისკაცი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდნენ, მათ შორის ბახმუტის დაცვაში მონაწილენი, სახლში მიდიან. ესენი არიან ოფიცრები, რიგითები და სერჟანტები.

ჩვენ ასევე მოვახერხეთ აშშ-ის მოქალაქის, მურეკეზი სუედის გათავისუფლება, რომელიც ეხმარებოდა ჩვენს ხალხს. გარდა ამისა, გადმოასვენეს 4 გარდაცვლილის ცხედარი“,- განაცხადა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, 26 ნოემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 12 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა.