ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს, - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის ვივამედში დაწერილ განცხადებაში, რომელსაც გიორგი ჩალაძე ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით,ის ცუდად არის იმის გამო,რომ მოწამლულია, და არა იმის გამო,რომ არ იკვებება.მან დასძინა,რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო მრავალი თვის განმავლობაში,რასაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები ადასტურებენ.
"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზებას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.
მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press