ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისივე თქმით,რამდენიმე ევროპარლამენტარს წარსულში ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა მიხელ სააკაშვილთან,სწორედ ეს ხდება მიზეზი,რითაც სარგებლობენ და ცდილობენ მის მხარდაჭერას
"ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს. ვთქვათ, ეს ასე იყოს, ვიცით ზუსტად რა დიაგნოზი აქვს ამ ადამიანს დასმული და ამ დიაგნოზით ვერ ხერხდება საქართველოში მკურნალობა? შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საგანი. რამდენიმე ევროპარლამენტარს წარსულში ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან. ამ ყველაფრით სარგებლობენ და ცდილობენ მას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press