შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში, - განაცხადა პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით,მოცემული სიტუაცია პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას და ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანობა და სწრაფი სამოქმედო გეგმა.
"შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში.
ეს არის არამხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებული საერთოდ ფიქრთანაც ევროკავშირში გაწევრიანების.
ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციას, ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით", - თქვა ხოშტარიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press