მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
ახვლედიანის განცხადებით, ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად, საჭიროა, კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყება.
"არც ფიქრის, აღარც განსჯის დრო აღარაა - აქ და ახლა უნდა ვუშველოთ საქართველოს: გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი! ღირსეული პატივი მივაგოთ უკრაინაში სამშობლოსთვის შეწირულ ქართველ გმირებს! არ დავუშვათ ქვეყნის დასავლური ორბიტიდან საბოლოოდ მოწყვეტა! ერთად, ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით, წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელ ამ პროცესს!
მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი და დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად და შესასრულებლად", - წერს არმაზ ახვლედიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press