გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის "ვივამედში" გადაღებული კადრების გამოქვეყნებას.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, თუ მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება არ მოსწონს, არსებობს მზადყოფნა, რომ საზღვარგარეთიდან მისთვის სასურველი ექიმები ჩამოუყვანონ.
"ამ ინფორმაციით გამოჩნდა, რომ ის არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება. თუ არ მოსწონს სამედიცინო მომსხურება, არის სრული მზადყოფნა, რომ ჩამოვიყვანოთ ის ექიმები, რომლებსაც ენდობა და რომლებსაც დაუჯერებს თუ რა თქმა უნდა, რეალური მიზანი და რეალური სურვილი არის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. მეგობრებმაც, პოლიტიკურმა თანამებრძოლებმაც მას უნდა მოუწოდონ ამისკენ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვა, შეილახა თუ არა მესამე პრეზიდენტის ღირსება პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროვებით, არჩილ თალაკვაძემ უპასუხოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს.
უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press