ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს, - ასე ეხმაურება თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასაჯაროებულ კადრებს.
როგორც ბურჭულაძემ მედიის წარმოადგენლებთან საუბრისას თქვა, კადრებში ჩანს სიმულაცია.
"ეს არის სიმულაცია. საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, გუშინ კითხვა არ გაუჩნდათ? - იქ არ ირღვევა პერსონალის უფლებები? ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით, ახლაც იგივეს აგრძელებს. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც გუშინ ჩვენ ვუყურეთ. აქ, ამ კომპონენტზე არავის არ უფიქრია. სად არიან ადამიანის უფლებათა დამცველები, როდესაც გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც აგრძელებს ტერორს საქართველოს მოსახლეობის", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს.
უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press