რუსი ოკუპანტები ხერსონის ცენტრს ისევ დაესხნენ თავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიში რუსებმა ისევ სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
გადაუდებელი და კატასტროფის მედიცინის რეგიონული ცენტრის ცნობით, ჭურვი იმ ადგილს მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაღუპულთა შორისაა მედპერსონალი.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე იერიში გუშინ, 14 დეკემბერსაც მიიტანეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press