სიმულაციამ აჩვენა შემდეგი - ორმაგი რეკორდსმენი გახდა მიხეილ სააკაშვილი. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით - 50 დღეზე მეტი იშიმშილა და ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით - 3 საათი იშიმშილა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გავრცელებულმა კადრებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების სპეცოპერაცია ჩააგდო.
"პირველი იყო ის, რომ თითქოს შიმშილობდა - მაშინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კადრების გასაჯაროვებით გამოაშკარავდა, რომ შიმშილობა ტყუილი იყო. მეორე იყო წამება, რომ თითქოს აწამებდნენ მას და ესეც გამოაშკარავდა. მესამე შემთხვევაში, მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების სპეცოპერაცია ჩავარდა, რადგან ის, რომ იგი კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობის" მედიასაშუალებები, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას, ამბობდნენ, რომ ეს ადამინი კვდება, მაშინ კი არ კვდებოდა, თურმე უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს. ეს მორიგი სპეცოპერაცია ჩავარდა და ახლა ამ ყველაფრის გადაფარვის მცდელობაა ყურადღების გადატანა ფორმალურ საკითხებზე. რაც შეეხება მის სიმულაციას, რაც ჩანს და უკვე ხელისგულზეა, სიმულაციამ აჩვენა შემდეგი - ორმაგი რეკორდსმენი გახდა მიხეილ სააკაშვილი. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით - 50 დღეზე მეტი იშიმშილა და ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით - 3 საათი იშიმშილა", - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.
აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press