Foto

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბაქოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი დამაბნეველია

10 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტვირთი,რომელიც უკრაინისთვის გამზადდა,მოიცავს 45 ელექტროტრანსფორმატორს და 50 გენერატორს. ტვირთის ჯამური ღირებულება 1,4 მილიონ მანეთზე მეტია (800 ათას აშშ დოლარზე მეტი).

რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება,რომ აზერბაიჯანის მხრიდან მსგავსი საქციელი დამაბნეველია, და დასძინეს,რომ გაგზავნილი დახმარება არის კიევის სამხედრო რეჟიმის საჭიროებისთვის და არ წარმოადგენს ჰუმანიტარულ დახმარებას.

"ბაქოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი დამაბნეველია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც სამხედრო საჭიროებისთვის იყენებს კიევის რეჟიმი. აზერბაიჯანის მხრიდან უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძირეულად შეცვლის სიტუაციას, არ წარმოადგენს ჰუმანიტარულ დახმარებას" -  ნათქვამია ლავროვის უწყებაში.