გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია, - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე.
მისივე თქმით,"ქართულ ოცნებას" სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არ აპირებენ ამ გზიდან გადახვევას.მან დასძინა,რომ კლინიკაში,რომელში ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება არამედ პროგრესული ტემპის ოდნავ შენარჩუნებაც კი.
"გუშინ ვიხილეთ უბინძურესი და სასტიკი დანაშაული, ჩადენილი სახელმწიფოს მიერ. საკუთრივ, გავრცელებული კადრები არ გვეუბნება არაფერს, გარდა ერთისა: ბოლო 15 წამის მასალით ირკვევა რომ დღეს სააკაშვილი ღრმად სნეული, უდროოდ დაბერებული, მომაკვდავი ადამიანია. აი, კადრების გავრცელების ფაქტი კი არის სააკაშვილის მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი, ახალი ეპიზოდი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ამ გზიდან იგი გადახვევას არ აპირებს თუ გაერთიანებული ძალებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შეუძლებელი არ გავხადეთ მათი ამ კანიბალური მიზნის მიღწევა. გუშინდელი დღის შემდეგ, ასევე ცალსახაა, რომ იმ კლინიკაში, რომელშიც ყოფნასაც სააკაშვილის წამების ახალი ეპიზოდი უკავშირდება, თეორიულადაც შეუძლებელია არა თუ მისი გამოჯანმრთელება, არამედ ნეგატიური დინამიკის პროგრესული ტემპის ოდნავ შეჩერებაც კი. წამების საერთაშორისო კონვენციით, დამატებითი პროტოკოლებით, სამედიცინო გაიდლაინებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ განრიდებულ უნდა იქნეს იმ სისტემებს და წიაღებს (პენიტენციური იქნება თუ ჯანდაცვის), სადაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ქონდა ადგილი. ცხადია, როდესაც წამების ეპიზოდს ვივამედს ვუკავშირებ, არ ვგულისხმობ რომ კლინიკამ აწამა ის. ვგულისხმობ, რომ კლინიკაში მის ყოფნას უკავშირდება ის ვიდეომასალა, რომლის გამოქვეყნებაც შეადგენს წამების დანაშაულს. შესაბამისად პატიმარი სააკაშვილი აპრიორი ვერ იგრძნობს თავს კლინიკაში უსაფრთხოდ და ვერ ექნება ნდობა პერსონალისადმი." ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში,რომელსაც იგი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან ავრცელებს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press