ის, რაც გუშინ მოხდა არამხოლოდ დამცირების საშინელი ნიშანია, არამედ მორალის, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა, ასევე ამცირებს მათ, ვინც ეს გააკეთა. ის, რაც გუშინ მოხდა პიროვნების განადგურების მუდმივი მცდელობაა, - განაცხადა რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე.
მისივე თქმით,მათ ვინც მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის კადრები გაასაჯაროვა არის დანაშაული.მან დასძინა,რომ მათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება უკვე გამოუვიდათ.
"ის, რაც გუშინ მოხდა არამხოლოდ დამცირების საშინელი ნიშანია, არამედ მორალის, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა, ასევე ამცირებს მათ, ვინც ეს გააკეთა. ის, რაც გუშინ მოხდა პიროვნების განადგურების მუდმივი მცდელობაა - ფიზიკური, პოლიტიკური, მენტალური თუ ყველა სხვა საშუალებით. ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია. მინდა მივმართო ქართველებს, მათ ვინც მიხეილს დასცინიან და მათ ვინც ამ ვიდეო გავრცელება გადაწყვიტა - ეს დანაშაულია, ნამდვილი დანაშაული, როცა აქვეყნებ პირად ინფორმაციას ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ. თუ მიხეილ სააკაშვილის განადგურება გინდოდათ, ეს უკვე გააკეთეთ - ამის ყურება ყველასთვის, ვინც საღ გონებაზეა დიდი შეურაცხყოფაა." - განაცხადა ლიზა იასკომ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press