ხუთშაბათს გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს ევროკომისიის რეკომენდაცია და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
ამის შესახებ ნათქვამია სამიტის გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროსაბჭოს ხელმძღვანელის წარმომადგენელმა ჩარლზ მიშელ ბარენდ ლეიტსმა გამოაქვეყნა.
ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში გააკეთა. 2003 წლიდან ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების „პოტენციური კანდიდატის“ სტატუსი.
2022 წლის დეკემბერში, ევროკავშირის საბჭომ რეკომენდაცია გაუწია ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პირობებით. ქვეყანამ უნდა განახორციელოს 2022 წლის ოქტომბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები კანონის უზენაესობის გაძლიერების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის და ფუნდამენტური უფლებების მართვის შესახებ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press