Foto

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი 08:00 საათზე ქვეყნის აღმოსავლეთით, 08:10 საათზე კიევში, ჟიტომირისა და ვინიცას რაიონებში გაისმა, დაახლოებით, 20 წუთში კი, საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა.

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმმის განცხადებით, ოკუპანტმა ქვეყანამ მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში, უკრაინის საჰაერო სივრცეში სულ მცირე 60 რაკეტა შევა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მინიმუმ 50 რაკეტას ჩამოაგდებს", - ამბობს კიმი, რომელიც მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რუსეთმა Kh-101 ტიპის რაკეტები უკვე გაუშვა.