„ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს", - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს პარლამენტის სხდომაზე.
როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ, განაცხადა, პარლამენტის ყველა წევრი ვალდებულია, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვას.
„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ხართ დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას პარლამენტის ყველა წევრმა. თქვენი განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, როცა ამბობთ თუ ვინ სად აგებთ პასუხს. ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ პლენარულ სესიაზე მისულ იუსტიციის მინისტრს უთხრა:
"მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press