თუ 2012 წლამდე წამების ფესტივალი იმართებოდა, დღეს პატიმრებისთვის სპორტის ფესტივალი იმართება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი ცვლილება განხორციელდა.
"ჩვენ უკვე გვყავს მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშებს უტარებს მსჯავრდებულებს, აქვთ რეგულარულად სპორტით დაკავების საშუალება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მე-6 და მე-16 დაწესებულებებში გაიმართა სპორტის ფესტივალი 7 სხვადასხვა სახეობაში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა კიდევ, რომ თუ 2012 წლამდე წამების ფესტივლები იმართებოდა, სადაც ერთობოდნენ ჯალათები, დღეს სპორტის ფესტივალი იმართება, რომელიც მიზნად ისახავს პატიმრებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ესეც ერთ-ერთი ნათელი დასტურია იმ ცვლილებებისა, რომლებიც გატარდა 2012 წლის შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაში და დღემდე გრძელდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, კანონმდებლები იუსტიციის მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. აღსანიშნავია, მოსმენას არ ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press