მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ახლა პროკურორისა და გამოძიების კითხვებს უნდა პასუხობდეს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ იუსტიციის მინისტრს, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.
ხატია დეკანოიძის თქმით, რატი ბრეგაძეს მოუწევს წარსდგეს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე და მათ შორის გახდება გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში.
"ახლა წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორის და გამოძიების კითხვებს და არა იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას აყრიდეს ნაცარს. ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა, აქ არ უნდა იდგეს. ბატონო რატი, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, და ძალიან ბევრი ის ადამიანი, მათ შორის სანქციებით, მათ შორის იქნები გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში სააკაშვილი-რატი ბრეგაძე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი",- თქვა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
პროტესტის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებითა და ბანერით - „ნუ კლავთ!“ მივიდნენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press