გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Radisson Blu-ს ფოიეში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკე მდგომი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი AquaDom-ი აფეთქდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, შუშის ნამსხვრევებით 2 ადამიანი დაშავდა.
როგორც მედია წერს, სასტუმრო და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა, რის გამოც Radisson Blu-დან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
ბერლინის სახანძრო სამსახურის ცნობით, ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმს, რომელიც მილიონ ლიტრ წყალს იტევდა და რომელშიც 1 500 ტროპიკული სახეობის თევზი ცხოვრობდა, რესტავრაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press