ისტორიული დღეა დღეს და ისტორიულია საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გამართლდა, რუსეთი და მისი მარიონეტები გამტყუნდნენ, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ,ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
მისივე თქმით,დაიმსხვრა პროპაგანდა,რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო.მან დასძინა, რომ სააკაშვილმა მოიგერია რუსეთის ბრუტალური თავდასხმა და იხსნა სახელმწიფო.
"ისტორიული დღეა დღეს და ისტორიულია საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველო გამართლდა, რუსეთი და მისი მარიონეტები გამტყუნდნენ. დაიმსხვრა პროპაგანდა - ომი საქართველომ დაიწყო! სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა! 14 წელი და უკრაინაზე რუსეთის ბრუტალური თავდასხმა დასჭირდა, რომ საქართველოს სიმართლე დადასტურებულიყო - საქართველომ, სააკაშვილის მთავარსარდლობით, მოიგერია პუტინის რუსეთის თავდასხმა და გადაარჩინა სახელმწიფოებრიობა! დღეს, მიხეილ სააკაშვილს "დიქტატორ პუტინის მოწინააღმდეგე პატიმარს"(PACE) საქართველოში, ივანიშვილის ციხეში, კლავენ" - განაცხადა გიგი უგულავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press