რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება და კიევის მხარდამჭერებმა უნდა გააგრძელონ იარაღის მიწოდება მანამ, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ "ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს",ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს იმის ნიშნები,რომ პუტინმა დათმოს უკრაინის კონტროლის საერთო მიზანი. მან დასძინა,რომ რუსეთი ძალების მობილიზებას ახდენს და მზად არიან,რომ ბევრი მსხვერპლი განიცადონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ მეტი ძალების მობილიზებას, ვხედავთ რომ მზად არიან განიცადონ ასევე ბევრი მსხვერპლი, და მიიღონ მეტი საბრძოლო მასალა“, - განაცხადა სტოლტენბერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press