Foto

პრეზიდენტს კლავენ ციხეში,ამას ვუყურებთ ისე, თითქოს არაფერი ხდება

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობა, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანი წითლიძემ.

მისივე თქმით,პრეზიდენტი კვდება ციხეში, და მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად. მან დასძინა,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საბოლოოდ მოაქვს გამარჯვება.

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობა. 

მე ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოს არავინ. მნიშვნელოვანი არის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და რომ მოქმედებას და ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ, ეს არის მთავარი მოთხოვნა. არ შეიძლება, ჩვენ პრეზიდენტს ვკლავდეთ ციხეში და არ შეიძლება, ამას ვუყურებდეთ ისე, თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში." - განაცხადა ანი წითლიძემ.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანი წითლიძე მესამე დღეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს,