ერაყის ჩრდილოეთში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების თავდასხმას სულ მცირე პოლიციის 9 თანამშრომელი ემსხვერპლა.
BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა ქვეყნის დედაქალაქიდან 290 კმ-ში მდებარე ქალაქ კირკუკთან პოლიციის ავტოკოლონა ააფეთქეს, რასაც იარაღით პირდაპირი თავდასხმა მოჰყვა.
ერაყის პოლიციის ინფორმაციით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი, ხოლო დანარჩენების ძებნა მიმდინარეობს.
როგორც BBC წერს, „ისლამურ სახელმწიფოს“ აღმოსავლეთ ერაყიდან დასავლეთ სირიამდე 88 000 კვ. კმ ტერიტორია ეკავა, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ერაყის ძალებმა ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლები სირიის სასაზღვრო ზონიდან განდევნეს.
ვარაუდობენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" სირიასა და ერაყში კიდევ ჰყავს 6 000-დან 10 000-მდე მებრძოლი, რომლებიც ძირითადად პროვინციებში არიან და თავდასხმებს, ჩასაფრებებსა და გზისპირა აფეთქებებს განაგრძობენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press