მიხეილ სააკაშვილის პრობლემა არ არის მიხეილ სააკაშვილის პრობლემა. დიდი ხანია ის გასცდა ერთი კერძო ადამიანის, თუნდაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პრობლემას, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, სოციალურ ქსელში წერა მეორეხარისხოვანი უნდა გახდეს და ვითარების შესაცვლელად, ოპოზიციამ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გააკეთოს.
"ხელისუფლებამ ივანიშვილის მეცადინეობით, ჩართულობით დღეს ქართული საზოგადოება და სახელმწიფო დააყენა უდიდესი გამოწვევის წინაშე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ებრძვის სიკვდილს. მიხეილ სააკაშვილის პრობლემა არ არის მიხეილ სააკაშვილის პრობლემა. დიდი ხანია ის გასცდა ერთი კერძო ადამიანის, თუნდაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პრობლემას, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. დგება მომენტი, როდესაც საუბარი, სოციალურ ქსელში წერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გადავიდეს მეორე პლანზე და ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არ ვიყოთ საკუთარ თავთან მტყუანი", - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს უნდა იმსჯელოს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press