სარაკეტო თავდასხმები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ეს რუსების ერთადერთი რესურსია და სანამ ყველაფერი არ ამოეწურებათ, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ დარტყმებს ენერგეტიკაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება - რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს სარაკეტო თავდასხმები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ეს რუსების ერთადერთი რესურსია და სანამ ყველაფერი არ ამოეწურებათ, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ დარტყმებს ენერგეტიკაზე. სამაგიეროდ, ეს დარტყმები აჩქარებს ჩვენს მიერ პარტნიორებისგან აუცილებელი თავდაცვითი სისტემების მიღებას. საერთოდ, ომის ასეთი ტიპი აუცილებლად უნდა დასრულდეს ერთ-ერთი მხარის გამარჯვებით. კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება. რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან. მხოლოდ ასე დაუბრუნდება მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ დედაქალაქზე იერიშისას, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press