დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ბრიტანეთმა უკრაინას 286 მილიონი ევროს ღირებულების (250 ფუნტი) სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.
როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სუნაკი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ 2023 წელს, უკრაინის მხარდაჭერა გაზარდონ.
”მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ უნდა შევაკავოთ აგრესია. ჩვენი ერთობლივი განლაგება რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველაზე სერიოზულ საფრთხეებს ვუპასუხოთ", - ამბობს სუნაკი, როგორც ამას ბრიტანეთის მთავრობა იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, 2023 წლის განმავლობაში, საარტილერიო საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს.
ცნობილია, რომ რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა უკრაინაში 125 საზენიტო იარაღი და 100 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გაგზავნა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press