Foto

„აქ მივყავართ ოცნების პოლიტიკას“ - გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს,  გიორგი კირთაძეს „ფორმულას” პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ესე ლაჩრულად, როცა „ფორმულასთან" პირდაპირი ჩართვა მქონდა, უკნიდან მომეპარა, დაიწყო კვერცხების სროლა და შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემი და ჟურნალისტის მიმართ. აქ მივყავართ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" პოლიტიკას. სამწუხაროდ, ბათუმშიც კი იშოვეს ადამიანი, რომელიც ასე ლაჩარივით მოიქცეოდა", - აცხადებს კირთაძე.