Foto

მოლდოვის დაზვერვა - რუსეთი მოლდოვის ტერიტორიაზე შეჭრას 2023 წლის დასაწყისში გეგმავდა

რუსეთი მოლდოვის ტერიტორიაზე შეჭრას 2023 წლის დასაწყისში გეგმავდა. ამ გეგმების განხორციელება დამოკიდებულია უკრაინაში ომის განვითარებაზე, - განაცხედა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მუსტეატამ.

მისივე თქმით,საკითხი უნდა დაისვას შემდეგნაირად, არა შემოვა თუ არა რუსეთი მოლდოვაში, არამედ როდის განახორციელებს თავდასხმას. მან დასძინა,რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს გაჩერებას.

„საკითხი ის კი არ არის, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია თავდასხმას მოლდოვას ტერიტორიაზე, არამედ ის, თუ როდის მოხდება ეს: წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალში ან მოგვიანებით, მარტში, აპრილში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს უფრო შორს წასვლას“, - განაცხადა მუსტეატამ.