თუ ბელარუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებას აღმოუჩენს, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
როგორც პრაისმა ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ "ლუკაშენკოს რეჟიმსა და კრემლს შორის თანამშრომლობის დონეს" ყურადღებით აკვირდება.
"ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ლუკაშენკოს რეჟიმსა და კრემლს შორის თანამშრომლობის დონესა და ბელარუსის თანამონაწილეობას ომში. თუ ბელარუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებას აღმოუჩენს, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, რათა ამ სასტიკ ომში კრემლთან თანამშრომლობის გამო, ლუკაშენკოს პასუხი ვაგებინოთ", - განაცხადა ნედ პრაისმა.
ცნობისთვის, გუშინ, 19 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მინსკში ჩავიდა. ვლადიმერ პუტინს აეროპორტში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press