ოკუპანტები ცდილობდნენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი უკვე ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ ოკუპანტების გაფუჭებული არმიის ნაცვლად მოსულ დაქირავებულ მეომრებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბახმუტი ფრონტის ხაზზე კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.
"ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე - 1300 კმ-ზე მეტი აქტიური საომარი მოქმედებების წერტილიდან. მაისიდან მოყოლებული, ოკუპანტები ცდილობდნენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი უკვე ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ ოკუპანტების გაფუჭებული არმიის ნაცვლად მოსულ დაქირავებულ მეომრებს. დაფიქრდით - რუსეთმა უკვე დაკარგა თითქმის 99 ათასი ჯარისკაცი უკრაინაში. მალე ოკუპანტებს 100 ათასი მსხვერპლი ეყოლებათ - რისთვის? მოსკოვში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ და ყველა მებრძოლს, ვინც უკრაინის თავისუფლებას იცავს, მადლობა გადაუხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press