სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე,- ასე აფასებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას.
როგორც ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური იყოს.
"სწორი მოწოდება არ მგონია, რომ სხვა ქვეყნის პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, მაგრამ ერთი არის ფაქტი - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არ იყოს ისეთ მდგომარეობაში და ისე დაუძლურებული, როგორც ეს ჩვენ ვიხილეთ კადრებში",- განაცხადა ელისაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press