"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას ეხმიანება და "საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას" უკავშირებს.
როგორც მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოყვანა იყო სპეცოპერაცია, რომლის ავტორებმაც უზრუნველყვეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება.
"ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია და დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის შემთხვევითი არ არის ამ განცხადებასთან თანხვედრაში, ლოგიკურად შეგვიძლია განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო, დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაცია დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყოს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ყელა განცხადებას განვიხილავთ ამ კონტექსტში", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press