უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიებსა და Telegram არხებზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა იქ ჯარისკაცები მოინახულა და დააჯილდოვა.
ზელენსკის ვიზიტი დაადასტურა პრეზიდენტის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმაც.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბახმუტში ფრონტის ხაზები მოინახულა, მებრძოლები დააჯილდოვა. პრეზიდენტი ბახუტიდან უკვე წავიდა“,- განაცხადა ნიკიფოროვმა.
აღსანიშნავია, რომ ბახმუტი უკრაინის ფრონტზე ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press