Foto

ლუკაშენკო პუტინზე - ჩვენ მივდივართ რუსეთის ფედერაციისკენ, ჩვენ ვართ თანააგრესორები

ჩვენ ორი ვართ თანა-აგრესორები, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი დავა გვაქვს, ვინ არის უფრო მეტად აგრესორი, - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, მინსკში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. 

მისივე თქმით, ბელორუსია მხარს უჭერს და ისწრაფის რუსეთისკენ და მოქმედებენ ერთობლივად, მათ დაშორებას კი ვერავინ შეძლებს.

„ვისაუბროთ იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას შთანთქავს. ჩნდება კითხვა, რატომ?, რუსეთი ყოველთვის შუა გზაზე გვხვდებოდა. დღეს არ არის არც ერთი საკითხი, რომელიც არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ მივდივართ რუსეთის ფედერაციისკენ. აბა, თქვენ იცით, ჩვენ ორი ვართ თანა-აგრესორები, ყველაზე მავნე და ტოქსიკური ადამიანები ამ პლანეტაზე. ჩვენ მხოლოდ ერთი დავა გვაქვს: ვინ არის უფრო მეტად აგრესორი. ვლადიმირ ვლადიმეროვიჩი ამბობს, რომ მე ვარ. მე კი ვამბობ, რომ იფიქრეთ, რომ ის არის. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, ორივე თანაბრად აგრესორები ვართ. და თუ ვინმე დღეს იფიქრებს, რომ დაგვაშოროს, ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.