ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც თავადაა, და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა, - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსიმ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას სისასტიკე უწოდა.
ზარქუას თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის იმ ბრალდებებზე, რომლების საერთაშორისო სასამართლომ აღიარა, და დასძინა,რომ სახელმწიფოს აქვს სასამართლო და შესაბამისი შტოები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რა და როგორ იქნება, და ეს არ არის პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი.
"ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი პატივს არ სცემს არც უკრაინის, რომლის მოქალაქეცაა თავად, საზღვრებს და არც საქართველოს საზღვრებს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, და აქ რევოლუციას გვიწყობდა.
სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომლებიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა და როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი, ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა აქვს. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის." - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press