Foto

ლიონელ მესის ფოტო Instagram-ზე მოწონებების მხრივ ახალ რეკორდს ამყარებს

ლიონელ მესის ფოტო კოლაჟი, რომელიც არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავად განათავსა, Instagram-ის ყველაზე პოპულარული პოსტი გახდა.

ფეხბურთელმა - რომელმაც თავისი გუნდი 36 წლის განმავლობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფამდე მიიყვანა - ფოტოების კოლექციისთვის 64 მილიონზე მეტი მოწონება მიიღო.

აქამდე, Instagram-ის ყველაზე პოპულარული ფოტოს სტატუსს, უბრალოდ კვერცხზე გადაღებული სურათი იკავებდა, რომელსაც 57 მილიონი მოწონება ჰქონდა.

შეგახსენებთ, კვირას ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.