ლიონელ მესის ფოტო კოლაჟი, რომელიც არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავად განათავსა, Instagram-ის ყველაზე პოპულარული პოსტი გახდა.
ფეხბურთელმა - რომელმაც თავისი გუნდი 36 წლის განმავლობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფამდე მიიყვანა - ფოტოების კოლექციისთვის 64 მილიონზე მეტი მოწონება მიიღო.
აქამდე, Instagram-ის ყველაზე პოპულარული ფოტოს სტატუსს, უბრალოდ კვერცხზე გადაღებული სურათი იკავებდა, რომელსაც 57 მილიონი მოწონება ჰქონდა.
შეგახსენებთ, კვირას ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press