რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო არტილერიით დაბომბეს. უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულია სულ მცირე ერთი ადამიანი.
კურახოვოში საარტილერიო იერიშის შედეგად 2 5-სართულიანი შენობა და კერძო ავტომობილები დაზიანდა.
„რუსებმა ქალაქის ცენტრს, დაახლოებით, 21:00 საათზე დაარტყეს. მათ, ალბათ, იცოდნენ, სად უმიზნებდნენ და ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდებოდა", - ამბობს კირილენკო.
აღსანიშნავია, რომ კურახოვო რუსმა ოკუპანტებმა გასულ დღეებში რამდენჯერმე დაბომბეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press